სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ალეპოს ტერორიზმისგან გათავისუფლება არა მხოლოდ სირიის გამარჯვებაა, არამედ იმ ძალების, ვისაც ეფექტური წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით ვგულისხმობ ირანს და რუსეთს, - იუწყება სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA.
„ეს ასევე ყველა იმ ქვეყნის მარცხია, რომელიც მტრულად არის განწყობილნი სირიელი ხალხის მიმართ და რომლებმაც ტერორიზმი საკუთარი ინტერესების გატარების საშუალებად გამოიყენეს“, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან ჯაბერი ანსართან შეხვედრისას.