ამ დღეებში ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ

ამ დღეებში ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ

ამ დღეებში ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნით კვოტებიც გაიზარდა.

„ამ დღეებში ვაპირებთ, რომ კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებისათვის ცნობილი გავხადოთ. ძირითადად კომისიაში მოიაზრებიან იურისტები, პარლამენტის თანამდებობის პირები, რომელთა აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპოზიციიდან ველოდებით შემადგენლობის წარმოდგენას. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და კვოტები გაიზარდა“, - განაცხადა მდინარაძემ.