ამჟამად რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე.
„ჩვენ კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს, თუმცა უკვე დღეს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე უფრო ძლიერები ვართ“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროები არ უნდა მოდუნდნენ.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ თუ თუნდაც ერთი წუთით მოვდუნდებით, თუ არმიისა და ფლოტის მოდერნიზაციაში თუნდაც ერთ არსებით შეცდომას დავუშვებთ, შეიარაღებული ძალების მომზადებაში სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და რუსეთი ვერც მოასწრებს ამის შემჩნევას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.