ორი იღუმენია წმინდანად შეირაცხა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმე შიოშვილმა მიაწოდა.
მეუფე ზოსიმემ საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
მეუფეს ინფორმაციით, კანონიზირება მოხდა და წმინდანად შეირაცხა იღუმენია ნინო ამილახვარი და იღუმენია თამარ მარჯანიშვილი.