კახა კუკავა - ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო კომისია გამოიყენოს როგორც ლეღვის ფოთოლი

კახა კუკავა - ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო კომისია გამოიყენოს როგორც ლეღვის ფოთოლი

ხელისუფლებას სურს საკონსტიტუციო კომისია გამოიყენოს როგორც ლეღვის ფოთოლი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ თემაზე კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით და რეალურ ცვლილებებზე საკონსტიტუციო კომისია არ იმუშავებს. 

კუკავა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც აპირებენ საკონსტიტუციო კომისიაში მიიღონ მონაწილეობა, ბოიკოტი გამოუცხადონ და შეიქმნას ალტერნატიული საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. 

„საკონსტიტუციო კომისიაში ხელისუფლებამ დაბლოკა „თავისუფალი დემოკრატები“ და სპეციალურად არ შეიყვანა ყველა კვალიფიციური პარტია. ხელისუფლება ცდილობს და სურს, რომ კომისია გამოიყენოს როგორც ანტურაჟი, როგორც ლეღვის ფოთოლი. წინასწარ დაწერილია ეს კონსატიტუციური შესწორებები ივანიშვილის ოჯახში. კომისიას ევალება მხოლოდ ამ უსამართლობის გაფორმება. ჩვენ, რეალურ ოპოზიციურ ძალებს მოვუწოდებთ, გამოუცხადონ ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიას, შევქმნათ ალტერნატიული საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობის, სადაც წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტერიტორიული ერთეულები და უმცირესობები. ჩვენ გვსურს შევქმნათ მართლაც თანხმობის პროდუქტი და ნუ „გავუპრავებთ“ ივანიშვილს თავის კაპრიზებს“, - განაცხადა კახა კუკავამ.