უკრაინის საგარეო უწყება უკრაინასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების ფორმატზე მუშაობს

უკრაინის საგარეო უწყება უკრაინასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების ფორმატზე მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების ფორმატზე მუშაობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ტელეარხი 1+1-ის ეთერში განაცხადა. 

კლიმკინის განმარტებით, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის კონტრზომები ოფიციალური კიევის მიერ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღების საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთში რამდენიმე მილიონი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა პროვოკაციები მოაწყონ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად მისი უწყება აანალიზებს სიტუაციას და ახლო მომავალში წარადგენს წინადადებას იმის თაობაზე თუ როგორ უნდა იქნას შემოღებული სავიზო რეჟიმი და რა ვადებში.