დაცვის სამსახური ეს არის შიდა სტრუქტურული სამსახური, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ პატრიარქი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ეს არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა.
„ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით, რაღაც მოხდა და ამ პრობლემას შიგნითვე დაალაგებენ. მე ვფიქრობ, ეს განსახილველი თემაც არ არის“, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.