მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება

მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება

პატრიარქს დაცვის სამსახური აუცილებლად სჭირდება. თუ არსებობს მცირეოდენი გადაცდომები ამ სამსახურის მხრიდან, ესეც ადვილად მოგვარებადია, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დახმარება გადაადგილების დროს და უხერხულია აღნიშნული საკითხის ასე წამოწევა.
რაც შეეხება კონკრეტულ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების საკითხს, მეუფის მოსაზრებით, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო.
„თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ აუცილებლად უნდა მომზადდეს ე.წ. დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა საკითხი ღვთის წყალობით მოგვარდება და საქართველოს შესწევს ამის ძალა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.