ნაძალადევის რაიონში, რიონჰესის ქ N18-თან კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 22 დეკემბერს 13:30სთ-დან 23 დეკემბრის, 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას;
ნაძალადევის რაიონში: თიანეთის ქუჩის N97-დან N137, N86-დან N104, ჩარგლის ქუჩის N1-დან N71, N2-დან N56, სანზონის ქუჩის ნაწილს, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: თამარ მეფის გამზირს:
ჩუღურეთის რაიონში: ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის და მიმდებარე ქუჩებს;
ისნის რაიონში: ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.