გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში განხორციელებული ტერაქტის ეჭვმიტანილის მოსაძებნად 100 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა

გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში განხორციელებული ტერაქტის ეჭვმიტანილის მოსაძებნად 100 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა

გერმანიის ხელისუფლებამ 100 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა ბერლინში განხორციელებული ტერორისტული აქტის მთავარი ეჭვმიტანილის მოსაძებნად, - იუწყება Sky News. 

ეჭვმიტანილი წარმოშობით ტუნისელი ანის ამრია, რომელიც გერმანელი გამომძიებლების ინფორმაციით, შეიარაღებულია და კავშირები აქვს ექსტრემისტებთან. 

აღსანიშნავია, რომ ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ტერორისტები აცხადებენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მათ რიგებშია. მანამდე კი ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა პაკისტანელი დააკავეს, რომელიც პროკურატურამ გაათავისუფლა, რადგან მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა. 

სისხლიანი თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.