ა.წ. 27 დეკემბერს, 16:30-ზე გაიმართება პროექტის „არაფორმალური განათლების მხადაჭერის ინიციატივა“ შემაჯამებელი ღონისძიება, დაგეგმილია პროექტის პირველადი შედეგების შეფასება და პროექტში ჩართული პირებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი განახორციელა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა.
პროექტის მიზანი იყო არაფორმალური განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერა და სპეციალური 1 თვიანი სასწავლო კურსის მეშვეობით მათი ხელმძღვანელი პირების მენეჯერული კომპეტენციების გაძლიერება.
პროექტში სულ ჩაერთო 29 ორგანიზაცია და გადამზადდა 53 პირი. გადამზადების მიზნით შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-პროგრამა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების განვითარების საკითხებზე. პროგრამა ჩატარდა ორი ცალ-ცალკე ჯგუფისთვის . თითო კურსი გაგრძელდა ერთი თვე.
პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე, სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები, პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაციები.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩართული ორგანიზაციები ეფექტურად ითანამშრომლებენ ქალაქ თბილისის მერიასთან არაფორმალური განათლების პროგრამების განვითარებისა და მიწოდების საკითხებზე და ამის შედეგად უფრო მეტი თბილისის მცხოვრები ჩაერთვება უწყვეტი განათლებისა და განვითარების პროცესში, უზრუნველყოფს პიროვნული ზრდისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
საკონტაქტო პირი:
თეა კეკელია
595222301
2206774/75