აკაკი ზოიძე - მთავრობა ცდილობს ოპტიმიზაციის პროცესი ნაკლებ ადამიანს შეეხოს

აკაკი ზოიძე - მთავრობა ცდილობს ოპტიმიზაციის პროცესი ნაკლებ ადამიანს შეეხოს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს ოპტიმიზაციის პროცესი ნაკლებ ადამიანს შეეხოს. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, რთულია ადამიანების სამსახურებიდან გაშვება.
,,რაც არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ, არის ის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეეხოს ოპტიმიზაციის პროცესი. ამის გარეშე არ გამოდის. ციფრებს, რომ ვიძახით, ამის უკან დგას კონკრეტული ადამიანები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად, პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ ეს გარკვეულ ადამიანებს შეეხება, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.