სამართალდამცველებმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის ოჯახის წევრები გაათავისუფლეს, - იუწყება სააგენტო Reuters.
გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. მათ შორის მკვლელის ოჯახის ექვსი წევრი - დედა, მამა, და და კიდევ სხვა ნათესავები აიდინის პროვინციაში დააკავეს.
19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.