ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს. 
„აშშ-მა ვეტო უნდა დაადოს ანტიისრაელურ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოში ხუთშაბათს“, - დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე. 

მანამდე სააგენტო Reuters-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ხუთშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭის უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ნათქვამია, ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში „არ აქვს იურიდიული ძალა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“. 

დოკუმენტი, რომელიც ეგვიპტეს წარმომადგენლებმა გაავრცელეს, ისრაელისგან „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეჩერებას“ მოითხოვს.