„ნაციონალურ მოძრაობას“ ფოკუსი არა შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე უნდა ჰქონდეს გამახვილებული, არამედ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ ფოკუსი არა შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე უნდა ჰქონდეს გამახვილებული, არამედ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზე

დეპუტატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ სიტუაციასთან დაკავირებით მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციას კარგად არ ფლობს.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ფოკუსი არა შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე უნდა ჰქონდეს გამახვილებული, არამედ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზე.

,,ჩემთვის გაუგებარია მსგავის ბრალდების შინაარსი. ვისურვებდი, რომ ფოკუსი გვქონდეს არა შიდაპარტიულ საქმის გარჩევებზე, არამედ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზე და იმ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ნამდვილად არ უნდა დაიხარჯოს ჩვენი რესურსი იმაზე, თუ ვინ არის მტყუან-მართალი. ჩემი აზრით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ მიმდინარეობს მისგან დისტანცირება. მაგრამ ეს ასე არ არის. ვინაიდან არც ერთი საკითხი, არც პარლამენტში შესვლა იყო მისგან დისტანცირება, არც ახალი თავმჯდომარის არჩევაა დისტანცირება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავმჯდომარის პოსტი პარტიაში არის ვაკანტური. ჩემი ვარაუდოთ, არსებობს ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილთან ამგვარი ინფორმაცია მიაქვს. ის სიტუაციას კარგად ვერ ფლობს. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ახალაიას ფლანგს, რომელთანც ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა. პარტიაში არსებობს მეორე ფლანგი, რომელშიც მე გახლავართ. ერთ ფლანგს მიაჩნია, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეთ, ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ მეორე ტურს და არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ საკითხებზე. არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ფუნდამენტური განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.