რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიციამ

რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიციამ "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიციამ "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო. აღნიშნულ კოალიციაში დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტი" შედის. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" სირიის საინფორმაციო პორტალ breakingnews.sy-ზე დაყრდნობით იტყობინება.

"ჯეიშ ალ-ფათჰი" ძირითადად იდლიბის პროვინციაში მოქმედებს. მისი მებრძოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანდრეი კარლოვი მოკლა, აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო.

ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.