ნუგზარ მალაღურაძე: საპილოტე პროექტი ,,მართე შენი ქალაქი’’ დედაქალაქის განვითარებასკენაა მიმართული

ნუგზარ მალაღურაძე: საპილოტე პროექტი ,,მართე შენი ქალაქი’’ დედაქალაქის განვითარებასკენაა მიმართული

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ფრაქციის”ნაციონალური მოძრაობა - თბილისი” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ნუგზარ მალაღურაძემ აღნიშნა,  პროექტი სახელწოდებით ,,მართე შენი ქალაქი’’, რომლის პრეზენტაციას საკრებულოში დღეს გაიმართება, საპილოტეა და ის დედაქალაქის განვითარებასა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებისკენაა მიმართული.

,, აღნიშნული პროექტი ნაციონალური მოძრაობის მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორებისთვის  კეთდება და ამასთან, საზოგადოების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია’’,-განაცხადა დეპუტატმა.

ნუგზარ მალაღურაძემ ასევე უარყო ირაკლი ნადირაძის განცხადება, თითქოსდა, თბილისის მერია წინასაარჩევნოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

,, ჩვენ რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სურვილი გვქონოდა,  საპარლამენტო არჩევნების რამ დაგვიშალა?  ჩვენი მხრიდან  მსგავსი ქმედების შემთხვევაში კი, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი წევრი ვერ მოხვდებოდა’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის მოწონების  შემთხვევაში, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება შევა  და პროექტი - ,,მართე შენი ქალაქი’’ დედაქალაქის სხვა რაიონებშიც განხორციელდება.