ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება

ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება

ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა  ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაამტკიცა ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რომელშიც ჩადებულია ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში. კოვზანაძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი უნდა იქნას შენარჩუნებული მომავალი წლის ფარგლებში.

“თუ ინფლაცია 4%-ს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფულადი საკრედიტო პოლიტიკიდან. გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს ამ შედეგის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რეზერვებიდან გარკვეული ნაწილის მიმართვა ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ უნდა მოხდეს ლარის კურსის ერთჯერადი მყისიერი ვარდნა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კოვზანაძემ.