კანონის დამრღვევების მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება, მათ შორის პოლიციაშიც

კანონის დამრღვევების მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება, მათ შორის პოლიციაშიც

ჩვენ განვახორციელებთ საპარლამენტო კონტროლს, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის სრული დაცვით და პასუხი აგონ დამნაშავეებმა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „იბერიის“ ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, მედიისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკითხია.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და ამისთვის მათ პოლიტიკურად არავინ არ დაუწყებს დევნას. ძალიან დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო ის მოვლენა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია „იბერიის“  ჟურნალისტს. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას, თუმცა თუ კი დადასტურდა ის ფაქტი, რაზეც ჟურნალისტი საუბრობს ნამდვილად დასაგმობი იქნება. ყველაფერს გააკეთებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომ  ასეთი ფაქტები არ განმეორდეს”, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, ის პირადად შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს.

კილაძის განცხადებით,  კანონის დამრღვევების მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება, მათ შორის პოლიციაშიც.

„ნამდვილად არ ექნება ადგილი ხელის დაფარებას განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან. განვახორციელებთ საპარლამენტო კონტროლს, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის სრული დაცვით და პასუხი აგონ დამნაშავეებმა. ის ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ ჩვენ, ვგულისხმობ ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც კი პასუხისგებაში მიეცა გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებისთვის, ამ სტანდარტს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ”, - განაცხადა სოფო კილა