ყაზახეთის ნაციონალური უსაფრხოების კომიტეტი ალმათიში და ქვეყნის სამ ოლქში ექსტრემისტული ორგანიზაციის "ატ-ტაქფირ უალ-ჰიჯრას" წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობს ალმათის, აქტიუბისა და ატირაუსკის ოლქებში, ასევე ქალაქ ალმათიში.
უკვე დაკავებულია 16 ადამიანი, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა მიმდინარეობს. დაკავებულებს რელიგიური შუღლის გაღვივებაში ბრალი წაუყენეს.
ყაზახეთის გარდა, დაჯგუფება “ატ-ტაქფირ უალ-ჰიჯრა” აკრძალულია აშშ-ში რუსეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ლიბიაში, მაროკოში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში.