22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს სხდომა გეგმურია და დღის 12:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტულ საკითხებზე იქნება საუბარი სხდომაზე.
სხდომის დასრულების სინოდი გამოსცემს განჩინებას, რომლის წაკითხვის შემდეგაც გახდება ცნობილი სხდომის საკითები. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სხდომის ხანგრძლივობა განსახილველი თემების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს გაიმართა.
ბოლო სხდომა არაგეგმური იყო და სინოდი წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.