ვისურვებ, რომ მაია რჩეულიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გათვალისწინებით

ვისურვებ, რომ მაია რჩეულიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გათვალისწინებით

ვისურვებ, რომ მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ქალის პატიმრობას ეხება, საქმე საკმაოდ მგრძნობიარეა.

"ვფიქრობ, რომ სასამართლოზე არ უნდა მოხდეს გარე ჩარევა. როგორც წესი, ეს ცუდ ფორმად მიიჩნევა, როდესაც მოსამართლე იხილავს საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. ვისურვებ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს, ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არა ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.