ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

ბესელიას თქმით, იმისთვის რომ პოლიციის ინსტიტუტის მიმართ ნდობა მაღალი იყოს, აუცილებებლია საქმე ბოლომდე იქნას გამოძიებული.

,,ის რომ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომ არ გაჩნდეს დამატებითი ეჭვები. ვერ ვიქნები მხარე და ნამდვილად ვერ დავადასტურებ ყველა დეტალს, რადგან ვიცი მხოლოდ ის რაც გავრცელდა. თუ ეს დადასტურდა, რასაც ყვება ჟურნალისტი, ეს იქნება ძალიან დიდი სერიოზული რეაგირების საგანი. ასეთი ქმედება ჩრდილს აყენებს ისეთი ღირსეული პოლიციელების საქმიანობას და იმიჯს, რომელთა საქმიანობა გმირობის ტოლფასია. ამიტომ ინსტიტუციური ავტორიტეტისთვის და სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენს პოლიციელი, მას ხელი არავინ არ უნდა დააფაროს და საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მოხდეს’’, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით,ბორჯომში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.