აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში გახშირებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მეამბოხეებსა და რუსეთს აკისრებს

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში გახშირებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მეამბოხეებსა და რუსეთს აკისრებს

აშშ-ის ხელისუფლება „ღრმად შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში გახშირებული ძალადობით“ და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას მეამბოხეებსა და რუსეთს აკისრებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში იქ ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ 33 სამხედრო დაშავდა“, - აღნიშნა აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კიევმა ეს დანაკარგი განიცადა „რუსეთისა და სეპარატისტების მცდელობის გამო, დაეპყროთ უკრაინის დამატებითი ტერიტორიები“.

ჯონ კირბის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს „რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევას“.

როგორც ამერიკელ დიპლომატმა აღნიშნა, ვაშინგტონი „კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა სეპარატისტებზე, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას და უზრუნველყოს ეუთო-ს დამკვირვებლების სრული და შეუფერხებელი წვდომა იმ რაიონებში, სადაც მათ მოხვედრა სურთ“.