საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქეთი მელუას ჯილდო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.
„კონცერტის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა. ქართველ მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.