ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ბერლინში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, ISIS-ის სააგენტოზე, Amaq news agency-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. 

ტერორისტები აცხადებენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მათ რიგებშია. მანამდე კი ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა პაკისტანელი დააკავეს, რომელიც პროკურატურამ გაათავისუფლა, რადგან მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა. 

სისხლიანი თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.