უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების კრიტერიუმები შეიცვალა, თუმცა საქართველოს მთავრობას არ სჭირდება კარნახი, როგორ უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქვეყნის უსაფრთხოების გაძიერებისათვის, არეშიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ამის კარნახი არ სჭირდება. "მთავრობამ თვითონ იცის, რაც უნდა გააკეთოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის. მხოლდო ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუნდაც ისეთი სენის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის პოლიტიკური ისლამი, მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით არ ივარგებს", - აღნიშნა ექსპერტმა საუბარში.
არეშიძის თქმით, უსაფრთხოება ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან თუნდაც გერმანია ზოგადად, უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, მაგრამ მოხდა ისეთი ტერაქტი, როგორიც ვთქვათ საფრანგეთში. ზოგადად, საქართველო, ექსპერტის აზრით, ერთი შეხედვით უსაფრთხო ქვეყანად შეიძლება ჩაითვალოს.