თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, უმნიშვნელოვანესია

თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, უმნიშვნელოვანესია

მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი.

”მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე. თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ, საქართველო, მივესალმებით და მადლობელი ვართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის გამო, ამ საკითხებთან მიმართებაში”, - განაცხადა პრემიერმა.