ელენე ხოშტარია:   მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე

ელენე ხოშტარია: მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე

ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტის მიერ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციაზე ვიდეოჩართვისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, საქმე გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვებზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება და ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.