თუ საჭიროება იქნება, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ

თუ საჭიროება იქნება, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ

თუ საჭიროება იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კაკაურიძემ ხაზიო გაუსვა იმასაც, რომ ეკონომიკური გუნდი პარლამენტში აქამდე მიმდინარე განხილვებშიც მონაწილეობდა.

”ჩვენ გასული კვირის განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს გვქონდა შეხვედრები, მათ შორის უმცირესობასთან და ფრაქციებთან. საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა და შესაბამისი პასუხებიც იქნა გაცემული. თუ საჭიროება იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, დაესწრონ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც ლარის გაუფასურების საკითხს ეხება. როგორც დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 28 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე, მინისტრებმა უნდა წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს.