რამაზ საყვარელიძე: საქართველო ამიერკავკასიაში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა

რამაზ საყვარელიძე: საქართველო ამიერკავკასიაში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა

უსაფრთხოების კუთხით საქართველო ამიერკავკასიაში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა. ამის შესახებ საყვარელიძემ „პირვეთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ტრადიციული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, რადგან ქვეყანა ტრადიციულად რუსული აგრესიის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო.

„ჩვენთან ჩვენი კონფლიქტები ჩვენშივეა და მხოლოდ რუსეთთან გვაქვს კონფლიქტი, რადგან ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. უფრო რთული მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს, რადგან მათ ერთმანეთთანაც კონფლიქტი აქვთ და ამ კონფლიქტში პლიუს ჩართული არის რუსეთი, შესაბამისად, საქართველო ამიერკავკასიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად მწვავე ქვეყანაა“,- განაცხადა „პირველთან საუბარში საყვარელიძემ.

რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით, საყვარელიძის განმარტებით, საქართველო ჯერჯერობით ტერორისტებისთვის თვალში საცემი და მნიშვნელოვანი არ არის.

თუმცა, ექსპერტი საქართველოში ცალკეული ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობას არ გამორიცხავს, მათ შორის სატრანზიტო და ტურისტული კუთხითაც. „საქართველოს ტურიზმზე დიდი აქცენტი აქვს გადატანილი. თუ ტურისტული ქვეყანა გავხდით და ტურისტების დიდმა ნაკადმა თავი მოიყარა, გამორიცხული არ არის ტერორისტების ყურადღება ამანაც მიიზიდოს, რადგან ისინი ფაქტობრივად ტურისტებზე ნადორობენ. დროებით ვართ დაცული ტერორისტებისგან, რადგან თვალში საცემი არ ვართ, მაგრამ როგორც კი მნიშვნელოვანი გავხდებით, ამ თვალსაზრისით არცერთი სახელმწიფო დაცული არ არის“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.