სოციოლოგის აზრით სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაფინანსება უნდა გაიზარდოს. გორგილაძის თქმით, ევროპაში, უკრაინაში, სირიაში მიმდინარე პროცესები დაძაბულ ფონს ქმნის, რაც მომავალ წლებში საფრთხეებსა და რისკებს გაზრდის. „საქართველოს ჯერჯერობით უმართლებს, რადგან ქვეყანა ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავის ყველა მეზობელთან, რუსეთთანაც კი ვეძებთ ოპტიმალურ თონალობას ურთიერთობაში. ფაქტობრივად, არ ვერევით და არც უნდა ჩავერიოთ ინტერვენციებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონტინგენტი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს. ჩვენ მოკრძალებულები უნდა ვიყოთ ადა არ მივცეთ საბაბი ბნელ ძალებს, რომ საქართველოსზე შეტევები განახორციელონ“, - განაცხადა საუბარში გორგილაძემ. ვალერიან გორგილაძის თქმით, საქართველომ უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება და წამყვან სადაზერვო სამსახურებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს.