გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.

"ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას.