მამაკაცმა, რომელმაც ციურიხის ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა

მამაკაცმა, რომელმაც ციურიხის ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა

მამაკაცმა, რომელმაც ციურიხის ისლამურ ცენტრში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია შვეიცარიის პოლიციაზე დაყრნდობით ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი, თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.

სროლა ციურიხის რკინიგზის სადგურთან მდებარე ისლამურ ცენტრში 19 დეკმებერს მოხდა. თავდამსხმელის ქმედების მოტივები უცნობია. ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით, ისლამური ცენტრიდან 300 მეტრში აღმოაჩინა.