თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში დაბარების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მინისტრის ჩათვლით, პარლამენტში გასულ კვირას მოუსმინეს.

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ეკონომიკურ გუნდთან. ჩემზე ბევრად უფრო აქტიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს: საფინანსო-საბიუჯეტოს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის. ასე რომ, ჩვენ არანაირად არ ვართ მოწყვეტილები იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ფინანსური კუთხით მიმდინარეობს. პარლამენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული და მე მგონი, ამ წუთში დამატებითი მოწვევის საჭიროება არ არის. ჩვენ ფორმალური და არაფორმალური ფორმატებითაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მათთან. თუ მოგვიანებით დამატებითი კითხვები გაგვიჩნდება, პარლამენტს ძალიან თავისუფლად შეუძლია, ეს რესურსი გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.