თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა საშინელი ტრაგედიაა, - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ტერორიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა, რომლის წინააღმდეგაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
კითხვაზე - როგორ აისახება რუსი დიპლომატის მკვლელობა რუსეთ-თურქეთსა და რეგიონზე, სიხარულიძე პასუხობს:
"ბუნებრივია, ტერორისტული აქტი არ არის გზა, რომლითაც საერთოდ რამის მოგვარება შეიძლება. ვფიქრობ, ურთიერთიბები, ბუნებრივია, მოლაპარაკებების ფორმატია. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის ტრაგედია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოგვარდეს. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განსაზღვრა კი მათი პრივილეგიაა".