ვფიქრობ, რომ ის უზარმაზარი ტრაგედია, რაც ახლა სირიაში ხდება, აუცილებლად უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძე სირიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სირიაში უზარმაზარი ნეგატიური როლი შეასრულა რუსეთის დახმარებამ.
„ეს არის უზარმაზარი ადამიანური ტრაგედია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყველანაირი ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული, რათა ეს ტრაგედია შეწყდეს. ეს არის ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მცდელობა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების და ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის”, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.