იმედი მაქვს, რომ წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას

იმედი მაქვს, რომ წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას

უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მიიღება, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, პროცესი ძალიან კარგად, სწორად და დროში გათვლილად მიმდინარეობს.

"მე იმედი მაქვს, რომ უკვე წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა დოლიძემ.