შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა, რათა მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისება თავიდან ავიცილოთ

შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა, რათა მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისება თავიდან ავიცილოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ ჩუგოშვილის აზრით, შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა, რათა, ერთი მხრივ, უცხოური ინვესტიციები არ შეფერხდეს და მეორე მხრივ, მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისება თავიდან იქნას აცილებული.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს.

„ამ საკითხზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. მე მგონი, შესაძლებელია გარკვეული ბალანსის მოძებნა, რომ ერთი მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ, იმ შიშებს თავიდან ასაცილებლად, რომ შეიძლება, მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე დიდი დოზით და მასშტაბურად გადაფორმება მოხდეს. მე მგონი, შესაძლებელია გარკვეული შუალედური ვერსიის მოძებნა. რამდენადაც ვიცი, იუსტიციის სამინისტრო ამაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,ქართული მისია’’, ”პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობა” და არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღეს საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ, სახელწოდებით „ხელისუფალნო, არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას“.