მიწის გასხვისების აკრძალვა ცრუ პატრიოტიზმზე დაფუძნებული უგუნური ეკონომიკური გადაწყვეტილებაა

მიწის გასხვისების აკრძალვა ცრუ პატრიოტიზმზე დაფუძნებული უგუნური ეკონომიკური გადაწყვეტილებაა

მიწის გასხვისების აკრძალვა აბსოლუტურად ცრუ პატრიოტიზმზე დაფუძნებული, უგუნური ეკონომიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

ხოშტარიას აზრით, თავის დროზე, სავიზო რეგულაციების გამკაცრება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

„ეს არის აბსოლუტურად ცრუ პატრიოტიზმზე დაფუძნებული, უგუნური ეკონომიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვერავინ მიწას ვერსად ვერ წაიღებს. ეს არის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვითარდებოდეს და მათ შორის, ლარიც იყოს მყარი. ამიტომ აქ ცხადია, პრობლემა არ არის არასამთავრობოების პოზიციაში, რომლებიც დღეს აქციას მართავენ, პრობლემაა მთავრობის პოზიციაში, რომელმაც თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,ქართული მისია’’, ”პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობა” და არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღეს საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ, სახელწოდებით „ხელისუფალნო, არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას“.