თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა

თურქული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა, - იუწყება სააგენტო Reuters.

მკვლელის დედა, მამა, და და კიდევ ორი ნათესავი აიდინის პროვინციაში, ხოლო მასთან ერთად ბინაში მცხოვრები პირი ანკარაში დააკავეს.

გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.