მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რენ ტვ” ავრცელებს. ცხედარი ერთ-ერთი ბინაში აღმოჩაინეს.
რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პეტრ პოლშიკოვია.
ის ცეცხლსასროლი იარაღიდანაა მოკლული. ბინაში აღმოჩენილია ორი ვაზნა და პისტოლეტი. ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლე. გამოძიება მომხდარის ორ ვერსიას განიხილავს - მკვლელობას და თვითმკვლელობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.