ლისის ტბა და კუს ტბა გაიყინა

ლისის ტბა და კუს ტბა გაიყინა

ლისის ტბა და კუს ტბა გაიყინა. როგორც ლისის ტბის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, ლისის ტბა დაახლოებით ხუთი დღეა რაც გაიყინა, რამდენიმე დღის განმავლობაში ღამით თითქმის -8 გრადუსი იყო. რაც შეეხება კუს ტბას, მოსახლეობის ინფორმაციით, ტბის გაყინვა დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. ამჟამად კუს ტბა და ლისის ტბა მთლიანად გაყინულია.