გაერო-ს უშიშროების საბჭომ ალეპოში დამკვირვებლების გაგზავნის თაობაზე რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო, - იუწყება ფრანგული Le Figaro.
საფრანგეთის მიერ შეტანილ რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ „ალყაში მყოფი ალეპოს ათი ათასობით მცხოვრები საჭიროებს დახმარებას და მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე უნდა მოხდეს“. რეზოლუციის ფრანგული პროექტის თანახმად, მათ თვითონ უნდა გადაეწყვიტათ, სად გაემგზავრებიან, ასევე, დამკვირვებლებისთვის უნდა მიეცათ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში შესვლის შეუფერხებელი შესაძლებლობა.
კვირას ჩატარებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა რეზოლუციის აღნიშნული პროექტი მკვეთრად გააკრიტიკა. გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნულ პროექტს „შეუსრულებელი და სახიფათო“ უწოდა და ვეტოს დადებით დაიმუქრა. თითქმის ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა რეზოლუციის პროექტის კომპრომისული ვარიანტის შეთანხმება შეძლეს.