ციურიხში, ისლამურ ცენტრთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ნაპოვნია ერთი ცხედარი

ციურიხში, ისლამურ ცენტრთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ნაპოვნია ერთი ცხედარი

ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, სადაც წუხელ სროლა იყო, ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია „თვითერის“ პირად გვერდზე იუწყება. 

„ნაპოვნია ცხედარი. პოლიცია ამ ადამიანის გარდაცვალებას იძიებს, მომხდარი სროლების პარალელურად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის ისლამური ცენტრის შენობასთან სროლების შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ამასთან, პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს იმ მამაკაცის ძიება, რომელიც ისლამურ ცენტრთან ისროდა.