ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი

ბერლინის პოლიცია საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ „თვითერის“ გვერდზე ბერლინის პოლიციის პრესსამსახური იუწყება. 
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაუარა საშობაო ჯიხურს სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ზოოპარკთან მდებარეობდა.