21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობისა და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ

21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობისა და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ

გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის - ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს.

"21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას",-წერს გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქზე".