ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გმობს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გმობს


22:10 19-12-2016
 ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს თურქეთში რუსეთის ელჩზე ანკარაში განხორციელებულ თავდასხმას, რასაც რუსი დიპლომატი ემსხვერპლა. 
„ვნახეთ ინფორმაცია თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ. ვგმობთ ძალადობის ამ აქტს, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წყარო“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ.