ახალგაზრდა, რომელმა თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელმა თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხა, პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლის გახსნისას თავდამსხმელი ყვიროდა: "არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავწყდეთ სირია!"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა და საკითხის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანა მოითხოვა.

ელჩზე განხორციელებული თავდასხმის გამო, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა.

ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა. ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.