გაცნობებთ, რომ ხვალ, 20 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურს ეწვევა, სადაც ადგილზე გაეცნობა ფოთის პორტიდან გადმომისამართებული გემების მიღების მიმდინარეობის პროცესს, ასევე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურის და საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელობას შეხვდება,
17:00 საათზე, დავით ხუციშვილი ფოთის პორტს ეწვევა, სადაც სტიქიურმა მოვლენებმა ფოთის ნავსადგურის პარალიზება გამოიწვია, მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნობა ფოთის პორტში მიმდინარე სამუშაოებს.
მისამართი: ბათუმის პორტის ადმინისტრაციული შენობა და ფოთის პორტის ადმინისტრაციული შენობა.
საკონტაქტო პირი: საზღავაო ტრანსპორტის სააგენტო - ნანუკა აროშიძე 593 73 29 73